LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: მე ერთი შილაფლავი მახსოვს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს

71

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა, პარლამენტში, დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი და მართლმსაჯულების პოლიტიკის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მან არ მიიღო უმცირესობის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემაში გატარებული რეფორმები “ჩაფლავდა” და საპასუხოდ “ნაციონალურ მოძრაობას” მაგალითი გაახსენა.

“ქალბატონ ირმას რაც შეეხება, “ჩააფლავე რეფორმაო”, მე ერთი შილაფლავი მახსოვს, 1-ელ ოქტომბერს 2012 წლის და ფლავი არ ვიცი საიდან მოვიდა. რეფორმები, რომლებიც გავატარეთ, ჩაფლავებული არ არის, ამიტომ სანამ მე ვარ პოლიტიკურ ასპარეზზე, ამის დაკნინების უფლებას არ მოგცემთ,” – განაცხადა წულუკიანმა.

მანვე ამ რეფორმების ეფექტზეც გაამახვილა ყურადღება.

“შეკრებითობის პრინციპით აღარ ჯდებიან ციხეში მრავალი წლით – ამ რეფორმის ავტორები ჩვენ ვიყავით. საპროცესო შეთანხმების რეფორმა გატარდა და აღარ არის “მომეცი ფული – გაგიშვებ ციხიდან”. წინასწარი პატიმრობა გადასინჯვადი გახდა რეგულარულად, რამდენიმე კვირაში ერთხელ, რამაც მოიტანა ეფექტი, რომ ხალხი საპატიმროში აღრ ელოდება განაჩენს…” – განაცხადა წულუკიანმა და რეფორმებს შორის ასევე ახსენა, დაკითხვის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, ღამით დაკითხვა აიკრძალა.

თეა წულუკიანმა დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ უმცირესობა მხოლოდ იმიტომ არ აღიარებს გატარებულ რეფორმებს, რომ ისინი სასამართლოებს ისე ვეღარ ალაგებენ, როგორც თავად უნდათ.

“უმრავლესობას მივმართავ, მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა ამ რანგში, თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება, მინდა ეს ჩემგან გაიგოთ. მთავარი ეფექტი იცით რა არის? ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები, დღეს სასამართლოებს ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც უნდათ. ამიტომ არიან უკმაყოფილო სასამართლო რეფორმებით, იქნებ ამ მხრივ დაიწყოთ ანალიზი,” – მიმართა წულუკიანმა დეპუტატებს.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ასევე, ელენე ხოშტარიას კითხვის საპასუხოდ, ზაზა სარალიძის, სუბელიანის და დადუნაშვილის ოჯახის ტრაგედიებს შეეხო.

“არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ, რომ მისმა ბავშვმა სხვა ბავშვი მოკლას ან მისი ბავში იყოს სხვა ბავშვის მიერ მოკლული. ბავშვთა შორის მკვლელობა მოხდა იმ ეზოში. ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლება ოჯახებს დაატყდეს თავს, მაგრამ მე კიდევ სხვა ცუნამი მახსენდება – ეს არის სანდრო გვირგვლიანის საქმე. ქალბატონო ელენე, თქვენ სანდროს მეგობარი იყავით და შეხედეთ, სად ხართ პარტიაში… ამის მერე დამისვით კითხვები,” – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, მიწის რეგისტრაციის რეფორმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროგრამა პირველ იანვრამდე გაგრძელდება იმ შინაარსით, როგორც დღეს არის. მისივე თქმით, შემდეგ შესაძლოა, ზოგიერთი ნორმა გახდეს მუდმივი.

“სამთავრობო პროგრამაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეტანილი აქვს საკუთრების უფლების დაცვა, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ტყუილი დაპირება არ გამოვა ჩემგან,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები