LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ მოქალაქეებს ურჩევს, თუ შესაძლებელია თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ

37

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თუ შესაძლებელია თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ, თუ არა, მაშინ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით როგორ ისარგებლებენ უცხოეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

“ყველას შეგხვედრიათ ალბათ ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში. ყოფილა ისეთი ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც იმის შიშით, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება, უკან ვეღარ შევა, საკუთარი ოჯახის წევრის გასვენებაშიც არ ჩამოსულა. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ ალბათ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები და თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ თუ ეს შესაძლებელია. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადონ, რომ უკვე როდესაც დადგება უვიზოდ მიმოსვლის დღე, ახალ პირობებში კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში. თუმცა პრობლემა ის არის, რომ უვიზოდ მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები