LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი დასაბუთებული პრეტენზია – ანა ნაცვლიშვილი

42

პრეზიდენტს იუსტიციის მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. განცხადება თეა წულუკიანთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილმა, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ თეა წულუკიანი არ იყო ეფექტური მინისტრი და ვერ შეძლო ქვეყანაში სამართლებრივი რეფორმების გატარება.

„მის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი დასაბუთებული პრეტენზია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებით ნათლად გამოაჩინა, რომ მართლმსაჯულების სისტემა შეიძლება ითქვას, საქართველოში ვერ შედგა, ვერ აშენდა, საბაზისო, ფუნდამენტური საკითხები, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თავიდან არის დასაწყები ამ სისტემების შექმნა,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ახალმა პრემიერმა და მთავრობამ თვალი უნდა გაუსწორონ ამ პრობლემას და არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, თეა წულუკიანი სამთავრობო გუნდში აღარ უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები