LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანმა ლადო ჭანტურიას ევროსასამართლოს მოსამართლედ არჩევა მიულოცა

127

იუსტიიცის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ლადო ჭანტურიას ევროპული სასამართლოს მოსამართლედ არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა.

წულუკიანის თქმით, 179 ხმიდან ლადო ჭანტურიამ 120 მიიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ  მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გამხდარიყო.

ამით ორწლიანი რთული პერიოდი გამარჯვებით დასრულდა  და წარმატებით აირჩა ისეთი მოსამართლე, რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სხვა ქვეყნის მოსამართლეებს. მე, როგორც ამ კომისიის თავმჯდომარე, არ ვასრულებ ამ ორწლიან პერიოდზე საუბარს ახლა და თქვენთვის ბევრი მაქვს მოსაყოლი,” – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ჭანტურია საქმიანობას რამდენიმე კვირაში შეუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები