LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანს პრემიერის მიდგომები მოსწონს – “გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთს ავსებს”

33

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, მამუკა ბახტაძის მიდგომები მოსწონს – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკა და მამუკა ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთის საწინააღმდეგო კი არ არის, არამედ არის ერთმანეთის შემავსებელი და ის კომპონენტი, რაც აკლდა წინა პოლიტიკას, ეს არის ინკლუზიურობა.

„ძალიან მომწონს და ამას ვიტყვი ღიად, დღეს და ბევრჯერ, ის მიდგომა, რაც აქვს მამუკა ბახტაძეს. ეს არის მიდგომა, რაც მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, მელაპარაკება ბევრს, ეხება პრობლემებს, რომელიც აქვს ჩემ გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს და ზოგადად, საზოგადოებას. ეს არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ ოჯახში საქართველოში.

შესაბამისად, ინკლუზიურ ზრდაზე როდესაც საუბრობს მამუკა ბახტაძე, ეს ჩემთვის არის ძალიან გასაგები, შინაგანად მისაღები და ვფიქრობ, პოლიტიკურად საჭირო პრინციპი. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო კუთხით, მას ამ მიმართულებაში ექნება იუსტიციის სამინისტროს სრული უზრუნველყოფა, რადგან მხოლოდ ეკონომიკური ზრდა კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ეხება ყველა ოჯახს, ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც გრძნობს ყველა ოჯახი თავის თავზე და ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ყველა ოჯახს აფიქრებინებს, რომ მართლაც ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში.

ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკა და მამუკა ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთის საწინააღმდეგო კი არ არის, არამედ არის ერთმანეთის შემავსებელი და ის კომპონენტი, რაც აკლდა წინა პოლიტიკას, ეს არის ინკლუზიურობა და ისეთ ეკონომიკურ ზრდაზე მზრუნველობა, რომელიც შეეხება ყველას და ამოასუნთქებს შვებით ყველას,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები