LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში შოუქეისს უცხოელი პროდიუსერები და კრიტიკოსები დაესწრნენ

117

5 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, ასევე პროდიუსერები და კრიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან.

Georgian ShowCase – ქართული სპექტაკლების პროგრამა – ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შოუქეისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით სტუმრობენ. ქართული შოუქეისი ერთგვარი თეატრალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრამატურგიას, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონიდან.

2016 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრამა, ამ დროისთვის, 9 თეატრის 10 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს შოუქეისზე წარდგენილი ის პრემიერები, რომლებიც 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.

პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. სარეკომენდაციო ჯგუფი შედგება თეატრის კრიტიკოსებისაგან – 5 ადამიანი, რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დასახელდა. ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: რეჟისორები, ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და ჟურნალისტები.

წელს ქართული სპექტაკლების სანახავად ჩამოდიან სტუმრები პოლონეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ირანიდან, ნორვეგიიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ომანიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, ბელორუსიიდან, ლიტვიდან, ფინეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები