LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრალური პრემია „დურუჯის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

104

კულტურის სამინისტროში რიგით VIII თეატრალური პრემია „დურუჯის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, ჯილდო დავით საყვარელიძეს, სპექტაკლისთვის „ლისისტრატე“ გადაეცა.

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორად ლაშა ბუღაძე დასახელდა („ლისისტრატე“).

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, კი ნინო კასრაძემ გაიმარჯვა („ლისისტრატე“).

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის ჯილდო წელს გიორგი გლოველს გადაეცა („იხვებზე ნადირობა“).

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, ახალგაზრდა რეჟისორს ავთანდილ დიასამიძეს გადაეცა. 10 000 ლარს ახალგაზრდა რეჟისორი 2017 წლის სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად მიიღებს.

„დურუჯი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდის „ცისკარი“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით უკვე მე-8 წელია იმართება.

2016 წელს, ჯამში 20 თეატრის 33 განაცხადი იქნა შემოტანილი. 7 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 21 ნომინანტი.

„დურუჯი 2016“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;
• საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;
• საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით მომავალ, 2017წლის სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები