LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობა 17.9%–ით გაიზარდა

50

2017 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 248.7 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ეს მაჩვენებელი 17.9 პროცენტით (14.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ეს ქვეყნებია: რუსეთი, აშშ, საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, ისრაელი, ესპანეთი, გერმანია, უკრაინა, აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო და სხვა.

ამ ქვეყნებს შორის, მოცულობით, რუსეთი ლიდერობს.

 

ამავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 87.8 პროცენტი მოდიოდა.

რაც შეეხება საზღვარგარეთ გაგზავნილ ფულს, ამ მხრივაც ზრდა ფიქსირდება.

2017 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (38.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (39.0 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.

2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 226.7 მლნ ლარი შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია წინა თვესთან შედარებითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები