LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში საწვავის იმპორტი გაიზარდა

53

თებერვალში საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 74,7 ათასი ტონა, რაც 3,6 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 2,4 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

”მათ შორის, 2018 წლის თებერვლის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 34,1 ათასი ტონა. საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 27,1 ათასი ტონა ანუ 66,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 12,3 ათასი ტონა ანუ 30,3%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 1,2 ათასი ტონა ანუ 3%.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის თებერვლის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 26,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 17,3 ათასი ტონა (23,1%), თურქმენეთი – 13,9 ათასი ტონა (18,6%); აზერბაიჯანი – 8,9 ათასი ტონა (11,9%), ბულგარეთი – 5,2 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი – 2,9 ათასი ტონა (3,9%). იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის თებერვლის თვის იმპორტი აღემატება როგორც იანვრის თვის, ასევე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ქვეყანაში საწვავის მოხმარება კვლავინდებურად სტაბილურად მაღალ ნიშნულზე დგას”, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე ცნობით, აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც: მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1,9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მ/წლის თებერვლის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,4 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,3 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები