LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში ვირუსების შემთხვევები, სავარაუდოდ, კვლავ მოიმატებს

59

თებერვლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, ვირუსების გამო ექიმებთან მიმართვიანობა მოიმატებს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

”ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს. ვირუსული ინფექციების პიკი იყო გასული წლის დეკემბერში, როდესაც მომართვიანობა ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 400 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ეს პერიოდი გამოვიარეთ. შესაძლოა, გარკვეული აქტივობა თებერვლის მეორე ნახევარში კვლავ იყოს, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები