LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსი” წლის ინოვატორ კომპანიად დასახელდა

71

”თეგეტა მოტორსი” წლის ინოვატორ კომპანიად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო მას Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ, 2016 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვებაზე გადაეცა. ინოვატორ კომპანიად ”თეგეტა მოტორსი” 200-მდე ექსპერტმა აღიარა.

”ეს ჯილდო მივიღეთ ავტოინდუსტრიის სფეროს განვითარების, მომსახურების უმაღლესი სტანდარტებისა და უნიკალური სერვისების შექმნისათვის, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიაში. ასევე “თეგეტა მოტორსი“ დასახელდა „წლის საუკეთესო დამსაქმებლად“, რაც მეტად საამაყოა კომპანიისთვის”, – აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.

მათივე ცნობით, “თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები