LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება ძრავის ზეთებზე

70

„თეგეტა“ საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში „გაიმარტივე მგზავრობა“, მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ აქციას.

”თუ თქვენ შეიძენთ 3 ან მეტ ლიტრ Fuchs-ის ბრენდის მაღალი ხარისხის საავტომობილო ძრავის ზეთს, საჩუქრად მიიღებთ ზეთის ფილტრს. აქცია მოქმედებს 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, Fuchs-ი გახლავთ გერმანულ პრინციპებზე შექმნილი კომპანია, რომელიც 1931 წელს დაარსდა. ის საქმიანობს 58 ქვეყანაში, ჰყავს 100 ათასი უნიკალური მომხმარებელი. Fuchs-ის ზეთები გამოირჩევა მაღალი ხარისხით. კომპანია უდიდეს აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიაზე და სტანდარტებზე. ”თეგეტა” ფუქსის ოფიციალური დილერია საქართველოში.

”თუ გსურთ თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სერვისით, რომლის საშუალებითაც  შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ დროს სწრაფი სერვისის, ან სერვისების მისაღებად. ამისათვის უნდა დარეკოთ „თეგეტას“ ქოლცენტრში: 2 264 444 და შეარჩიოთ სასურველ მომსახურება და ვიზიტის დრო”, – განმარტეს ”თეგეტა მოტორსში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები