LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მოტორსმა ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017 წარადგინა

94

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ავტორბოლას უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში  “Bridgestone Black Sea Cup-2017” „თეგეტა მოტორსმა“ და „ბრიჯსთოუნმა“ წარადგინეს, გენერალური სპონსორი  „მოტული“ იყო.

წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართა, რომელშიც ავტომობილების 3-მა სხვადასხვა კლასმა მიიღო მონაწილეობა: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.

გამარჯვებულები გახდნენ: ფორმულა ალფა – სანდრო თავართქილაძე; ლეგენდა ქარს – შოთა აფხაზავა და კომპაქტ კლასი – ვასილ ჭონიშვილი.

„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“-ის საპრიზო ფონდი შეადგენდა 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდა სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით. აღსანიშნავია რომ წლევანდელი „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ საკმაოდ დაძაბული და მეტად სანახაობრივი იყო, დიდი მადლობას გადავუხდი ჩვენს პარტნიორებს სტუმრობისთვის და მხარდაჭერისათვის – იაპონურ ბრენდს „ბრიჯსთოუნს“, ფრანგულ ბრენდს საავტომობილო ზეთების კუთხით – „მოტულს“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, რომლებიც ამ ღონისძიების უცვლელი მხარდამჭერები და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს „ – განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა დავით გოგინაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები