LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსმა“ გორში მეორე ფილიალი გახსნა

54

რეგიონში გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე „თეგეტა მოტორსმა“ გორში კიდევ ერთი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც მდებარეობს პუშკინის ქ. #2-ში. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქ წარმოდგენილია მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.

”სერვისცენტრში მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების მოხსნა-დაყენება და ბალანსირება, ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა და სხვა. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და სხვა სათადარიგო ნაწილები”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ახალი სერვის ცენტრის გახსნაზე 165 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 15-მდე ადგილობრივი დასაქმდა, ცენტრი განთავსებულია 1600 კვ.მ-ზე.

ცნობისთვის, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები