LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსს” სატვირთო ავტომობილის მძღოლებისთვის შეთავაზება აქვს

203

„თეგეტა მოტორსს” სატვირთო ავტომობილის მძღოლებისთვის ახალი შეთავაზება აქვს.

”მხოლოდ „თეგეტაში“  შეიძინეთ Howo-ს სატვირთო ავტომობილების  სათადარიგო ნაწილები სპეციალურ ფასად. „თეგეტაში“ წარმოდგენილია Howo-ს სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანი. აქცია მოქმედებს  13 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი გადახდის შემთხვევაში”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, სპეციალური ფასების აქციით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც საცალო, ასევე კორპორატიულმა მომხმარებლებმა.

კომპანიის ინფორმაციითვე, HOWO-ს  სატვირთო ავტომობილების ავტოსერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ შემდეგ სერვისცენტრებში: თბილისი – დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5 და სამგორში,  კახეთის გზატკეცილი №63; ასევე ქუთაისი – ნიკეასმე-9 ჩიხი №2; ფოთი – ლარნაკას ქ. №2 და ბათუმი – აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალთან).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები