LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მოტორსში TOTAL-ის სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები გაიყიდება

122

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში TOTAL-ის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი გახდა. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც ”ფორტუნას” „თეგეტა მოტორსიდან” აცნობეს, TOTAL-ი სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში. ”ბრენდი მთავარ აქცენტს ხელსაწყოების ხარისხზე, მარტივ და უსაფრთხო გამოყენებასა და ფუნქციონალურ დატვირთვაზე აკეთებს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, კმაყოფილი მომხმარებელია და ეს ჩვენი პროდუქციის ყველაზე დიდი რეკლამაა“ – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, „თეგეტა მოტორსის“ ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს TOTAL-ის ბრენდის შემდეგი ხელსაწყოები: ბურღები, ქანჩები, პერფორატორები, პრტყელტუჩები, ჩაქუჩები, დამცავი ხელთათმანი და ფეხსაცმელი, ხელსაწყოების ნაკრებები და სხვა მრავალი საჭირო ხელსაწყოები.

შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები