LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა” ქსელის გაფართოებას განაგრძობს – ახალი ფილიალი ახალქალაქში

105

„თეგეტამ“ ახალქალაქში (დ. აღმაშენებლის ქ. 41) ახალი ფილიალი გახსნა.

”მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო – ამ ყველაფერს „თეგეტა“ ერთ სივრცეში გთავაზობთ და ახლა უკვე ახალქალაქშიც”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ახალისერვის ცენტრის პროექტში 1 100 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. დასაქმდა 20-მდე ადგილობრივი, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსები თეგეტას აკადემიაში გაიარეს. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკა-დანადგარებით. მომხარებელს საშუალება აქვს შეიძინოს როგორც მსუბუქი და 4X4-ზე ავტომობილისთვის, ასევე  სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო, სპეცტექნიკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, საბურავები, ზეთები, ფილტრები, დანადგარები, სპეც-მოწყობილობები, აკუმულატორები და სხვა.

 თეგეტა მოტორსი 1995 წლიდანაა ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები