LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის ელექტრომობილებს შემოიყვანს

108

“თეგეტა მოტორსის” სათაო ოფისში, თეგეტას შვილობილ კომპანია “თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა” და უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებლ, ბაიქ მოტორსს შორის, ურთიერთანამშორმლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი ამ უმსხვილესი კომპანიის ელექტრომობილების იმპორტს გეგმავს.

კომპანიების მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები სრულად პასუხობს და რაც მთავარია მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურს და ეკოლოგიურს გახდის.

BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი. კომპანიას ჰყავს, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV.

„ეს არის BAIC MOTOR-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.

აღსანიშნავია, რომ BAIC-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს. გადის“, – განაცხადეს „თეგეტაში“.

“თეგეტა პრემიუმ ვიიქელს” წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს, როგორიცაა Porsche და Mazda.

BAIC ჯგუფი კი Beijing Automotive International Corporation-ის წევრია, რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე.

როგორც „თეგეტა მოტორსში აცხადებენ, BAIC MOTOR ჩინური ელექტრომობილების ინდუსტრიაში ლიდერი და ბაზრის 30%-ი წილის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები