LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტამ უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებელთან მემორანდუმი გააფორმა

91

თეგეტა მოტორსის ჰოლდინგში შემავალმა კომპანიამ – თეგეტა პრემიუმ ვიიქელსმა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებელთან, ბაიკ მოტორთან.

თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი ამ უმსხვილესი კომპანიის ელექტრომობილების იმპორტს გეგმავს.

როგორც “თეგეტაში” აცხადებენ, ქართული და ჩინური კომპანიების თანამშრომლობაზე  საქართველოს ეკოლოგიურმა მდგომარეობამ და ელექტრომობილებზე გაზრდილმა მოთხოვნამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

BAIC MOTOR-ი ცნობილია თავისი ელექტრომობილებით, ის პეკინის ერთ-ერთი მსხვილი ავტომწარმოებელია და 2016 წლის მონაცემებით ჩინეთის ელექტრომობილების ბაზრის 30%-ს ფლობს.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მოკლე დროში საქართველოს გზებზე BAIC-ის ელექტრომობილები იმოძრავებენ და ქალაქში გადაადგილებაც გაცილებით ეკონომიური და რაც მთავარია, ეკოლოგიური გახდება.

აღსანიშნავია, რომ BAIC-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს. გადის”,– აცხადებენ თეგეტაში.

“თეგეტა პრემიუმ ვიიქელს” წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს, როგორიცაა Porsche და Mazda.

პოპულალურები