მომღერალ ტეილორ სვიფტის აუდიოტირას მარტო ახალგაზრდები არ შეადგენენ და ეს ბოლო მაგალითითაც დადასტურდა. ამ დღეებში მომღერალი თავის 96 წლის თაყვანისმცემელს, საირუს პორტერს შეხვდა, რათა შობა მიელოცა და მისთვის რამდენიმე სიმღერა შეესრულებინა.
სვიფტმა ომის მონაწილეს დამსახურებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა, მოგვიანებით მისი ოჯახის წევრები პირადად გაიცნო და მათთან ერთად საკუთარ ჰიტებზეც იცეკვა.