LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეირანი თავისი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერებას აპირებს

34

„თეირანი თავისი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერებას აპირებს,“ – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, განაცხადა.

ინფორმაციას ირანული ტელეკომპანია PressTV ავრცელებს.

ჩვენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოებას ვაპირებთ. სარაკეტო პოტენციალსაც გავაძლიერებთ და ჩვენი სამშობლოს დასაცავად ვინმეს ნებართვა არ გვჭირდება, – განაცხადა რუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებაში საკვანძო როლს ასრულებს და ყოველთვის იცავს დაჩაგრულ ქვეყნებს.

ჩვენ დავიცავთ იემენის, სირიისა და პალესტინის დაჩაგრულ ხალხს, მიუხედავად იმისა, მოგწონთ ეს თქვენ თუ არა, – დასძინა ირანის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები