LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასის სკოლაში სროლაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

37

ტეხასში, სანტა ფეს სკოლაში სროლების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, ათამდე გაიზარდოს. ამის შესახებ ოლქის შერიფმა ჰარს ედ გონსალესმა განაცხადა.

„ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია, მეორე ადამიანი, რომელიც გამოძიებისთვის, შესაძლოა, საინტერესო იყოს, დაკითხვაზე იმყოფება. დადასტურებულია, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება რვიდან ათამდე იყოს, რომელთა შორის არიან მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები“, – განუცხადა შერიფმა ჟურნალისტებს.

მისი ინფორმაციით, დაკავებულები, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეები არიან. ინციდენტი დღეს ადგილობრივი დროით 07:30-08:00 საათის პერიოდში მოხდა. ადგილობრივი საავადმყოფოს ინფორმაციით, მათთან მკურნალობას ინციდენტის შედეგად დაჭრილი სამი ადამიანი გადის, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტეხასის შტატში, ქალაქ სანტა-ფეს სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები