LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასში საკვირაო მესაზე თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა

29

ტეხასში საკვირაო მესაზე თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაჭრილია და მათ გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. თავდამსხმელი, რომლის მოტივები გამოძიებისთვის უცნობია, ეკლესიაში შევიდა და სალოცავად შეკრებილ მრევლს ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით კი თავად თავდამსხმელი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

თავდამსხმელი ჯერ ავტოგასამართ სადგურზე შენიშნეს. მან შემდეგ გზა გადაკვეთა და ეკლესიასთან, სადაც მესა მიმდინარეობდა, სროლა დაიწყო. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მისი შეჩერება სროლითვე სცადა. თუმცა, თავდამსხმელმა მოახერხა მანქანაში ჩაჯდომა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

გუშინ მომხდარი თავდასხმა ტეხასის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმაა მშვიდობიან მოქალაქეებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები