LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელასი, ენერგო-პრო ჯორჯია და ყაზტრანსგაზი – ამ კომპანიებს მომხმარებლები ყველაზე ხშირად უჩივიან – ენერგოომბუდსმენი

511

აბონენტები ყველაზე ხშირად კომპანია “თელასს” უჩივიან. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენი ავრცელებს. ენერგოომბუდსმენის ცნობით, 2018 წლის პირველ 6 თვეში ენერგოომბუდსმენის აპარატში 2 905 განცხადება დარეგისტრირდა.

სამართლებრივი კონსულტაციებით 7 999 მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ელექტრონულ  ფოსტასა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 887 წერილი დაფიქსირდა.

კომპანიების მიხედვით, საჩივრების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
სს ,,თელასი“ – 338
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ – 235
შპს ,,ყაზტრანსგაზი – თბილისი“ – 50
შპს ,,სოკარ ჯორჯია – გაზი“ – 93
შპს „საქორგგაზი“ – 805
შპს „ყამარგაზი“ – 20
სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 4
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 490
შპს ,,მცხეთის წყალი“ – 11
შპს „ბათუმის წყალი“ – 1
შპს ,,რუსთავის წყალი“ – 251
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება“ – 607

ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ძირითად პრობლემად რეგიონებში არასათანადო მომსახურებისა და მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის გამო თანხობრივი დარიცხვის საკითხები გამოიკვეთა. თბილისში მომხმარებლები პრტენზიას შეწყვეტილი მომსახურების აღდგენის დროს გამოთქვამენ გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები