LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავი ეკონომიკური განვითარების გეგმას საზოგადოების ჩართულობით შეიმუშავებს

105

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა და თელავის მინიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი თავბერიძემ ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

თელავის მუნიციპალიტის ინფორმაციით, შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლობის ორგანიზებით, თელავის დემოკრატიის სკოლის შენობაში გაიმართა და მასში მასმედიის, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე თელავის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული ეკონომიკური მიმართულებები განიხილეს, დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნას და მოქალაქეთა დასაქმებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები