LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავიდან ბათუმამდე ელექტრომობილები ივლიან

100

სრულიად საქართველოს მასშტაბით ელექტროდამტენების ქსელი მოეწყობა, რაც ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს, შეუჩერებლად იმგზავრონ თელავიდან ბათუმამდე.

G&T-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ინიციატორია E-space, ხოლო მხარდამჭერი – “m2 უძრავი ქონება”. აღსანიშნავია, რომ “m2 უძრავი ქონება” დაფარავს 100,000 ევროს კაპიტალურ ხარჯს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე განვითარებას.

ამ ეტაპზე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უკვე დაყენებულია 20 დამტენი.2017 წლის ბოლომდე კი E-space გეგმავს, ასამდე ელექტროდამტენის დაყენებას პარტნიორი კომპანიების გაზგასამართ სადგურებზე, სასტუმროებთან და სუპერმარკეტებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები