LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ბაზარში დაპირისპირებისას დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

65

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საქონლის ბაზარში დაპირისპირების გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეეფარდა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორი ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

გირაოს გადახდამდე დაკავებული საპატიმროში დარჩება.

თელავის საქონლის ბაზარში ბრალდებულსა და სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება ბრალდებულის კუთვნილ ტერიტორიაზე საქონლის უნებართვოდ შეყვანას მოჰყვა. ადგილობრივების მტკიცებით, მსგავსი მიზეზით წარსულშიც რამდენჯერმე მოხდა მხარეებს შორის კონფლიქტი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კერძო მესაკუთრესა და მესაქონლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში იარაღის შემთხვევით გასროლით კისრის არეში დაიჭრა ერთი პირი, სამმა კი, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები