LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის რაიონში ხანძარია

69

თელავის რაიონის სოფელ ართანაში, კოხტას გორზე ხანძარია. ცეცხლი ალპურ ზონაში, სოფლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში გამხმარ ბალახს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სსაგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ზონა დილით ვერტმფრენით დაათვალიერეს და კერების გავრცელების საშიშორება ამ ეტაპზე არ არსებობს. ადგილზე გასულია სამაშველოს ათკაციანი ჯგუფი და, სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. რა გახდა აალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები