LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის საკრებულოს წევრი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

99

თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ზაზა ზაზაშვილი,  დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მას ქრთამის აღება ედება ბრალად. სავარაუდოდ, საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის გარკვეული ფართობის კანონსაწინააღმდეგო წესით გადაცემაზე.

ზაზა ზაზაშვილი რამდენიმე თვის წინ ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს მიწის გასხვისების შესახებ. ამ დროისთვის აღნიშნული კომისია აღარ არსებობს და ფუნქცია თელავის თემის გამგეობას აკისრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები