LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

147

თელავის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ თელავის საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია რამდენიმე საათის წინ დაიძაბა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. დილიდან საკრებულოს სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრებოდა. ადგილობრივები საკრებულოს დღის წესრიგის შეცვლას და პირველ საკითხად გაყიდული საძოვრების საკითხის გატანას ითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები