LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავსა და თუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

91

თელავში, ართანასთან, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოსთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კოხტას მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩართულია ავიაციაც.

ამ დროისთვის ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის; ისევ მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. აქტიურად მუშაობს ცოცხალი ძალა. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, შეივსო წყლის ავზები. ადგილზე 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჯერჯერობით სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი ქართული ვეტმფრენია ჩართული. ორი ირანული ვეტმფრენი გზაშია და მოგვიანებით ისინიც ჩაერთვებიან,“ – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

რაც შეეხება თუშეთში, ხახაბოსთან არსებულ სიტუაციას, საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, რომ ცალკეული კერების ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. ცალკეული კერების ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებითი ძალის შეყვანის საჭიროება და ავიაციის ჩართვის აუცილებლობა არ არის. დარჩენილია ცოცხალი ძალის მიერ შესასრულებელი სამუშაოები,– განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.