LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში 18 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

36

თელავში 18 წლის ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მიაყენა სხეულის დაზიანება 18 წლის მამაკაცს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები