LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში 3 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

128

კახეთში, ქალაქ თელავში, 3 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 10 კონცერტია ჩანიშნული, რომელთაგან ექვსი თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ერთი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყობა. ასევე, მუზეუმის ტერიტორიაზე კიდევ ორი კონცერტია დაგეგმილი.

მიხეილ გიორგაძე:

3 ოქტომბერს სტარტს იღებს ერთ-ერთი  გამორჩეული მუსიკალური ფესტივალი, რომლის პროგრამაც მრავალფეროვანია. რაც ძალიან საინტერესოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ბიოგრაფიის თვალსაზრისით.

მაია კოკოჩაშვილი:

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია, რომელიც კლასიციზმით, რომანტიზმით, მეოცე საუკუნის რუსული მუსიკით არის გაჯერებული. ფესტივალში მონაწილეობენ: ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე კორსანტია, ბორის ბერეზოვსკი,  დანიელ ჩობანო, ალექსანდრე რამი და კიდევ მრავალი სხვადასხვა თაობის  მუსიკოსი. კონცერტები როგორც თელავის დრამატულ თეატრში, ასევე  ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დარბაზში გაიმართება.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი პიანისტ ელისო ვირსალაძის მიერ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.