LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

28

თელავში 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები