LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში 75 წლის კაცი ჭაჭის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა

60

შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 75 წლის კაცი ჭაჭით სავსე 4 მეტრის სიღრმის რეზერვუარში ჩავარდა.

მეზობლების ინფორმაცით, 75 წლის კაცი ჭაჭით სავსე ავზის მორევას ცდილობდა, რა დროსაც ავზში ჩავარდა და გაიგუდა. კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის და სამაშველო სამსახურის მისვლამდე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები