LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

50

თელავში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ ყარაჯალასთან ერთმანეთს “ოპელის” და “ტოიოტას” მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად „ოპელის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი ორი მგზარი კი დაშავდა. დასავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები.

მომხარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები