LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

36

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, ახალგაზრდას კისრის მალების და მენჯ ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება.
თელავში “ჰონდას” მარკის ავტომანქანა გაზის ცისტერნებით დატვირთულ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მგზავრების ამოყვანა მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები