LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ”ევროპული საქართველოს” წევრებზე განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა

95

თელავში ”ევროპული საქართველოს” წევრებზე განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.  სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 13 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ ”ევროპული საქართველოს” თელავის მერობის კანდიდატმა, ლელა მენთეშაშვილმა, განაცხადა, რომ უცნობი პირი პარტიის წევრებს იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, იარაღი, რომლითაც უცნობი პირი ”ევროპული საქართველოს” წევრებს დაემუქრა, სათამაშო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები