LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში Holiday Inn-ის სასტუმრო იხსნება

205

Holiday Inn-ი თელავშიც გაიხსნება. სასტუმრო, სავარაუდოდ, 4 ვარსკვლავიანი იქნება და მისი მშენებლობა ერეკლე მეორეს ძეგლთან, თელავის ცენტრალურ მოედანზე უკვე დაწყებულია. პროექტს შპს ”თელავი” ახორციელებს.

როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს მშენებელ კომპანიაში განუცხადეს, Holiday Inn-ის ასაშენებლად თელავში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

”სასტუმრო 85 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება როგორც ღია და დახურული საცურაო აუზი, ასევე საკონფერენციო დარბაზი”, – აღნიშნეს შპს ”თელავში”. მათივე ინფორმაციით, Holiday Inn-ი სტუმრების მიღებას 2018 წლის ზაფხულიდან შეძლებს. რაც შეეხება ნომრების ღირებულებას, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფასები ბაზარზე მორგებული იქნება.

”გვინდა, რომ აქ მოსვლა და განთავსება ბევრისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, ვეცდებით, ფასები საშუალო სეგმენტზე გავთვალოთ”, – აღნიშნეს კომპანიაში.

როგორც შპს ”თელავში” ამბობენ, პროექტი ”თიბისი ბანკის” დაფინანსებითა და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში ჩართულია ასევე  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები