LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში „კორსო იტალიას“ პირველი ფილიალი გაიხსნა

814

საქართველოს მასშტაბით „კორსო იტალია” ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ბრენდის რიგით მე-15 ფილიალი ამჯერად კახეთში, ქალაქ თელავში გაიხსნა. ობიექტი სააკაძის 16 ნომერში განთავსდა და აქ წარმოდგენილია ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანი.

როგორც ”ფორტუნას” „კორსო იტალიას” დამფუძნებელ კომპანია ICR TRADE-ში განუცხადეს, დღეიდან უკვე თელაველ მომხმარებელსაც შეუძლია შეიძინოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმლის გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექციიდან, სასურველი ფეხსაცმელი. მათივე ცნობით, „კორსო იტალიას” თელავის ფილიალში მოქმედებს გარკვეული ფასდაკლების აქციაც.

”ეს არ იქნება უკანასკენლი ფილიალი რეგიონებში, ჩვენ ვაგრძელებთ ქსელის გაფართოებას, ვინაიდან ვიცით, რა მნიშვნელოვანია რეგიონებში მსგავსი მაღაზიების გახსნა, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების კუთხით”, – აღნიშნეს ICR TRADE-ში.

შეგახსენებთ, „კორსო იტალია“ არის ახალი ბრენდი, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე „აი სი არის“ მიერ. ამ ბრენდის მთავარი იდეა ეფუძნება შემდეგს: გავხადოთ მოდური ფეხსაცმელი ხელმისაწვდომი ყველასთვის. იტალიური დიზაინით შექმნილი კოლექციები იწარმოება აზიაში. „კორსო იტალია“ მომხმარებელს სთავაზობს ყველა სტილის მოდურ ფეხსაცმელს. ამჟამად ბრენდი წარმოდგენილია 15 მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ფოთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები