LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინეს” (ვიდეო)

58

თელავში, ადგილობრივმა აქტივისტებმა, რომლებიც ქალაქ თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ, თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინეს”. ამის შესახებ ინფორმაციას georgian media club ავრცელებს. როგორც აქტივისტები ამბობენ, ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ გაგრძელებად მიიჩნევს, ამიტომ  მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ, თუ უნდათ, რომ ისევ ცხვარს მისცენ ხმა, ბიულეტინზე მიაწერონ ცხვარი და ის შემოხაზონ.

“ვითარება არის ასეთი–თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მაინცა და მაინც მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან”, – აცხადებენ აქტივისტები.

აქტივისტები მოითხოვენ, რომ ქალაქი თელავი კვლავ თვითმმართველ ქალაქად დარჩეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები