LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა – დაშავებულია 2 ადამიანი

44

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა.

თვითმხილველების თქმით, მანქანა ელექტრობოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი მთლიანად დაიწვა.

სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი მგზავრი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები