LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

272

თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი შვლის გადარჩენა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, შველის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო – საბოლოოდ, მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა. უწყების ინფორმაციით, ცხოველის გვამის უტილიზაცია დადგენილი პროცედურების დაცვით მოხდება.

უწყების ცნობით, შველი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების ხმეთვალყურეობის ქვეშ, სოფელ მაღრაანში იმყოფებოდა და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდებოდა. მისი გადაყვანა, ვეტერინართა კონსულტაციით, ტრანსპორტირებით გამოწვეული მაღალი რისკის გამო, მიზანშეწონილი არ იყო.

შეტყობინება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან შემჩნეული დაზიანებული შვლის თაობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა.

შველს, რომელიც საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იმყოფებოდა, სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაზიანებები ცხოველმა, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები