LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ტექნოპარკი სექტემბერში გაიხსნება

124

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ინფორმაციით, თელავის ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება და კახეთის რეგიონს იმ სერვისებსა და შესაძლებლობებს მიაწვდის, რასაც თბილისის ტექნოპარკი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.

ტექნოპარკი „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეისა და ინიციატივის მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქცია.

თელავის ტექნოპარკის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები