LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია “იბერიაში” მომხდარ დაპირისპირებას განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

77

ტელეკომპანია “იბერიაში” მომხდარ დაპირისპირებას განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამინისტროს ცნობით, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის, ხდება ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. სავარაუდოდ, ჯერჯერობით ეს არის 126- მუხლი, შესაბამისად, შეიძლება გადაკვალიფიცირება მოხდეს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინციდენტი ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გუშინ მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ეკა წამალაშვილს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ მიაყენეს.

პოპულალურები