LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელეკომპანია მაესტრო“ გასართობი პროგრამებით გააგრძელებს მაუწყებლობას

95

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ტელეკომოპანია მაესტროს“ მოთხოვნა და მაუწყებლობის ავტორიზაციაში საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული მაუწყებლობა განუსაზღვრა. 

შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ ბრენდული სახელწოდება „ვინილით“ მაუწყებლობს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი ილია კიკაბიძეა.

კომპანია მუსიკალურ/გასართობი პროგრამებით გააგრძელებს მაუწყებლობას..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები