LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლის ნონა გიუნაშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი იმართება

67

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლის ნონა გიუნაშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი იმართება. გადაცემა “ქვიშის ზღაპრის” ავტორსა და წამყვანს ბავშვობაში ხერხემლის ტრავმული სპონდილოპათია დაუდგინდა. ხელოვანს, რომელიც საზოგადოებამ ქვიშით შექმნილი ნახატების მეშვეობით გაიცნო, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც 17 000 ლარი ჯდება. ნონას საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე აღნიშნული თანხა არ გააჩნია. გადაცემა „selfie მაესტროს” ინიციატივით დაიგეგმა საქველმოქმედო საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ანსამბლები და მომღერლები: თეატრალურის კვარტეტი, ქუჩის ბიჭები, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ როინიშვილი, ლადო ჯანელიძე, სოფო კუჭავა, თაკო ჩუთლაშვილი, ჯგუფი “არა”, რეზო და ბავშვები, საღამოს დაასრულებს dj rembo. კონცერტი კვირას, 20 საათზე, კლუბში vip time გაიმართება. ნონა გიუნაშვილის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა ანგარიშის ნომერზე: GE42BG0000000850779100.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები