LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელევიზორთან გატარებული 15 წუთიც კი მოქმედებს ბავშვების კრეატიულ აზროვნებაზე

109

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვები ტელევიზორთან მხოლოდ 15 წუთს ატარებენ, იზრდება რისკი, რომ მათი კრეატიულობა თანატოლებთან შედარებით დაბალი იქნება. უმჯობესია, ბავშვმა მთელი დღე სამაგიდო თამაშებს, ანდა – წიგნების კითხვას დაუთმოს.

ტელევიზორის ყურება ბავშვს არ აძლევს საშუალებას, ჰქონდეს ორიგინალური იდეები. ამასთან, ეფექტი მოკლე ხანში შეიძლება გაქრეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუ ბავშვი ნაკლებად კრეატიულია თამაშისას, მის განვითარებაზე დროის განმავლობაში ნეგატიურად იმოქმედებს.

კვლევების დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ მოქმედებდა ტელევიზორი სამი წლის ბავშვების კრეატიულობაზე. მონაცემებს ადარებდნენ იმ ბავშვების კრეატიულობის მაჩვენებლებს, რომლებიც მულტფილმების ყურების ნაცვლად თამაშობდნენ რეალური თავსატეხებით, ან კითხულობდნენ წიგნებს. კვლევის ყველა მონაწილეს თხოვდნენ, გაეზიარებინათ კრეატიული იდეები.  შედეგებმა აჩვენა, რომ ბევრად საინტერესო იდეები ჰქონდა ბავშვების მეორე ჯგუფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები