LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეწამყვანმა ქმრის გარდაცვალების შესახებ პირდაპირ ეთერში შეიტყო

34

საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა პირდაპირ ეთერში ახალი ამბების კითხვისას შეიტყო, რომ მისი ქმარი ავტოავარიაში გარდაიცვალა.

სუპრიტ კაური წამყვანად ტელეკომპანიაში India’s IBC24 მუშაობს. როდესაც კორესპონდენტმა ჩართვის დროს ავარიის დეტალებზე ისაუბრა, კაური შეეცადა, სიმშვიდე შეენარჩინებინა.

კორესპონდენტს მსხვერპლის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ მანქანაში მჯდომი 5 ადამიანიდან 3 გარდაიცვალა. თუმცა, 28 წლის წამყვანმა შეიტყო საკმარისი დეტალები იმისთვის, რომ მიმხვდარიყო ქმრის გარდაცვალების შესახებ.

კაურიმ იცოდა, რომ მისი ქმარი იმავე მოდელის მანქანით მგზავრობდა, იმავე გზაზე და იმ რაოდენობის ხალხთან, რომელიც კორესპონდენტმა ეთერში დაასახელა.

ჩართვის შემდეგ წამყვანმა ახალი ამბები კიდევ 10 წუთის მანძილზე იკითხა, თუმცა მალე ეთერში ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები