LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელმა და ლუიზა“ 27 წლიანი პაუზის შემდეგ ერთად პირველად გამოჩნდნენ (ფოტო)

208

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონიალმა 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული კრიმინალური დრამა, „ტელმა და ლუიზა“ გაგვახსენა. ლოს-ანჯელესში გამართულ დაჯილდოების ცრემონიაზე სუზან სარანდონი და ჯინდა დევისი ერთად გამოჩდნენ. მსახიობებმა წლის მსახიობი მამაკაცის ვინაობა დაასახელეს. როგორც „ტვიტერში“ გულშემატკივრები წერენ, ეს იყო ცერემონიის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, როცა 90-იანების ყველაზე პოპულარული გოგონები, 27 წლიანი პაუზის შემდეგ ერთად პირველად ვიხილეთ. 71 წლის სარანდონი ტრადიციულად, შავ პიჯაკში იყო გამოწყობილი. საღამოს კაბით გამოვიდა სცენაზე 61 წლის ჯინა დევისი, რომელიც მრავლობითმა პლასტიკურმა ოპერაციებმა საგრძნობლად შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ 19991 წელს გადაღებული ფილმით „ტელმა და ლუიზა“ სუზან სარანდონი და ჯინა დევისი „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ იყვნენ წარდგენილნი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები